воскресенье, 12 июля 2015 г.

მეშვიდე დღე
     უკვე დაგვიგროვდა ცოდნის  გარკვეული მარაგი. ტრენინგი დღითი დღე  უფრო საინტერესო ხდება. ვცდილობ ყველაფერს ჩავწვდე და გავიაზრო.
       გავაკეთე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის და კედლის გაზეთის  პრეზენტაცია. მასწავლებლებისაგან მივიღე უკუკავშირი.
         დღეს განვიხილეთ მე-6 მოდული. ვისაუბრეთ სქემებზე, აღქმის სტილზე, სტიმულებზე, გარეგან და შინაგან სტიმულაციებზე. გავეცანით მასწავლებლისა და მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკის  ნიმუშებს. ვისწავლეთ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის მეთოდები. აგრეთვე როგორ გამოვიყენოთ ვირტუალური ფლეშ მეხსიერება.

Комментариев нет:

Отправить комментарий